3 კვირის წინ
რა არის Typeface.ge?
Typeface.ge უნიკალური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ტიპოგრაფიულ დიზაინერებს, ფონტ ინჟინრებსა და მომხმარებლებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ საიმედო ადგილი, სადაც ქართული შრიფტების შემქმნელები და მომხმარებლები ერთმანეთს მარტივად იპოვიან.
პლატფორმა დაყოფილია 3 ძირითად ნაწილად:
▶ ფონტების განყოფილება - აქ განთავსებულია როგორც უფასო, ისე ფასიანი ფონტები. მომხმარებლებს შეუძლიათ გაფილტრონ ისინი კლასიფიკაციისა და ავტორების მიხედვით.
▶ავტორების განყოფილება - Typeface.ge-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია ავტორების პოპულარიზაცია. საიტზე თითეულ ავტორს აქვს თავიანთი გვერდი, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია მათ შესახებ, პორტფოლიო და სოციალური ქსელების ბმულები.
▶ჟურნალის განყოფილება - მიზნად ისახავს ქართული ტიპოგრაფიული დიზაინის პოპულარიზაციას და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეების გაშუქებას, როგორც ფონტების, ასევე ავტორების შესახებ.
Typeface.ge-ზე საიტზევე შეგიძლიათ დაატესტოთ ფონტი ჩამოტვირთვის გარეშე, შეცვალოთ ზომა და ნახოთ ფონტის ოჯახის სხვადასხვა ვერსია.
ამ ეტაპზე პლატფორმა მუშაობს სატესტო რეჟიმში და ეტაპობრივად დაემატება ახალი ფუნქციები, როგორიცაა ფონტის ატვირთვა, ლიცენზიის ყიდვა და ა.შ.
პლატფორმის გაუმჯობესების მიზნით კი სიამოვნებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ უკუკავშირს, როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციონალურ მხარეზე, რათა დასრულებულ ვერსიაში მივიღოთ ფუნქციურად დახვეწილი და გამოყენებადი სივრცე.
Facebook Instagram
რას ნიშნავს საიტის სატესტო რეჟიმში მუშაობა?