გამარჯობა!
ეს არის ქართული შრიფტის სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს თქვენი შეუცვლელი რესურსი ტიპოგრაფიასა და დიზაინში.
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად გვესმის კრეატიულ სფეროში მომუშავე ადამიანების საჭიროებები. ამან მოგვცა მოტივაცია, შეგვექმნა კომფორტული და შთამაგონებელი სივრცე ქართველი ფონტ დიზაინერების, ენთუზიასტების თუ ტიპოგრაფიის მიმართულებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.