Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

ვიზუალური ეფექტები შრიფტის დიზაინში

3 თვის წინ

471

 

 

დამწყები ტიპოგრაფებისთვის და დიზაინერებისთვის ალბათ ნაცნობია შემთხვევა, როცა დიზაინში ყველა ფორმა გასწორებულია ერთმანეთთან, თუმცა დიზაინი მაინც არ გამოიყურება ჰარმონიულად.

 

ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ თვალისთვის სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის აღქმა განსხვავდება ერთმანეთისგან: მაგ. კვადრატი იგივე სიმაღლის წრეზე და სამკუთხედზე დიდად გამოიყურება.

 

 

 

 

შრიფტის დიზაინში ამ და სხვა ვიზუალური ეფექტების დასაბალანსებლად  შეგვიძლია გამოვიყენოთ რამოდენიმე ხერხი: 

 

01. თუ სიმბოლოს აქვს მომრგვალებული ან წვეტიანი, სამკუთხა კიდეები ოდნავ უნდა სცილდებოდეს სწორი კიდეების ზედა ან ქვედა ზღვარს.

 

 

 

 

02. ერთი და იგივე სისქის ჰორიზონტალური შტრიხი ვერტიკალურზე სქელად აღიქმება. კომპენსაციისთვის, თუ გვინდა, რომ თანაბრად გამოიყურებოდეს, საჭიროა ჰორიზონტალური შტრიხის სისქე ვერტიკალურზე ოდნავ მცირე იყოს. 

ის ფაქტი, რომ თვალი ჰორიზონტალურ სისქეებს გადაჭარბებულად აღიქვამს, დადასტურებულია ოფიციალური სამედიცინო ბიბლიოთეკის მიერ განთავსებულ კვლევაშიც

 

 

 

 

ეს განსხვავება აშკარად გამოჩნდება, თუ H ასოს გადმოვატრიალებთ - ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების სისქე ბევრად განსხვავებულად აღიქმება.

 

 

 

 

03. წრიული რკალი ტექსტში ცოტა „დაჭყლეტილად“ გამოიყურება, ამიტომ მრგვალი ფორმის ასოები, როგორც წესი, არ იმეორებს იდეალური წრის ფორმას, უფრო ვიწროა. 

 

 

 

 

04. სხვადასხვა ფორმის ასოები ვიზუალურად განსხვავებულად აღიქმება, ტექსტში ასოებს შორის ჰარმონიულობის მისაღწევად საჭიროა ასოებს შორის დაშორება (Spaceing & Kerning) სწორად იყოს განსაზღვრული. აქ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ზოგადი პრინციპებით: რაც უფრო მომრგვალებულია სიმბოლოს გვერდითი კიდეები, მით ნაკლები უნდა იყოს მანძილი სხვა სიმბოლოებთან მიმართებაში; 

 

 

 

 

სამკუთხა ფორმის ასოების გარშემო დიდი სივცრე იქმნება, ამიტომ ისინი კიდევ უფრო ახლოს განლაგდება სხვა ასოებთან.

 

 

 

 

05. სიმბოლოს ტიპოგრაფიული ოპტიკური ცენტრი, როგორც წესი, გეომეტრიულ ცენტრზე ოდნავ მაღლაა. 

 

 

 

 

გეომეტრიული ცენტრის ზემოთ აწევა თვალისთვის უფრო კომფორტულად აღსაქმელ კომპოზიციას ქმნის.

 

 

 

 

ეს და მრავალი სხვა ოპტიკური ილუზიების კომპენსაცია წარმოადგენს ფუნდამენტურ პრინციპებს ფუნქციონალური შრიფტის შექმნისას. ესაა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები, რისი გათვალისწინებაც დაგეხმარებათ შრიფტის დიზაინისთვის პროფესიონალური და ჰარმონიული ვიზუალური სახის მინიჭებაში.



 

სტატიის ავტორი:

 

   არიამ ჩაჩანიძე

 

 

 

 Facebook     Instagram 

 

1 კვირის წინ

Google Sans — ᲐᲮᲚᲐ ᲣᲙᲕᲔ ᲦᲘᲐ ᲬᲕᲓᲝᲛᲐᲨᲘᲐ

Google Sans, მსოფლიოს ერთ-ერთი, საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი შრიფტი, ახლა უკვე ღია წვდომაშია. შრიფტს აქვს მსოფლიოს 805 ენის მხარდაჭერა, მათ შორის — ქართულის. 

1 კვირის წინ

ქართული ტიპოგრაფიკა — ახალი გამოცემა შრიფტის დიზაინერებისთვის

მერაბ გეწაძისა და ნინო ჯიშკარიანის ახალი გამოცემა „ქართული ტიპოგრაფი(კ)ა — ესკიზიდან ფონტამდე“ წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ქართული ფონტის შექმნის პროცესზე.

1 თვის წინ

Antena - მათე ხარჩილავას ახალი ფონტი ინოვაციური დიზაინით

123 Antena მათე ხარჩილავას ახალი ქართული ფონტია ვარიაციული ფონტის ტექნოლოოგიითა და ინოვაციური ელემენტებით.

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode