9 თვის წინ
807
2025 წლის მაისში გამოშვებული „Graphic Languages“ ტიპოგრაფიის 464-გვერდიანი ვიზუალური სახელმძღვანელოა, რომელიც 26 დამწერლობის სისტემას იკვლევს , მათ შორის ადლამურ, არაბულ, სომხურ, ბენგალურ, ჩინურ, ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, ლათინურ, ტაილანდურ და სხვა დამწერლობებს.
„ „Graphic Languages“ — მსოფლიო დამწერილობის სისტემების ვიზუალური გზამკვლევი“ ოლივერ ჰოისლე-ს რედაქტორობით გამოცემული ტიპოგრაფიული წიგნია, რომელიც გამოქვეყნდა Slanted Publishers-ის მიერ.
გამოცემაში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი შრიფტების დიზაინერებისა და დამწერლობის ექსპერტების, მათ შორის ქართველი ტიპოგრაფების, ანა სანიკიძისა და აკაკი რაზმაძის ნამუშევრები, რომლებიც ამ მრავალფეროვან გლობალურ საზოგადოებაში საქართველოს წარმოადგენენ.
„ქართული ტიპოგრაფიის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მასზე ცნობადობის გაზრდა, რასაც ხელს უწყობს მსგავსი საერთაშორისო და მრავალფეროვანი გამოცემებში მოხვედრა. მიხარია, რომ საშუალება მომეცა, მცირე წვლილი მაინც შემეტანა ქართული შრიფტის წარდგენასა და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაში.“
— ანა სანიკიძე
Slanted Publishers 2014 წელს დააარსებული საერთაშორისო გამომცემლობა და მედია სახლია. გამომცემლობა ძირითადად უშვებს ტიპოგრაფიულ ჟურნალს „Slanted“ და ასევე ილუსტრაციასთან, გრაფიკულ დიზაინთან, ფოტოგრაფიასთან და თანამედროვე ხელოვნებასთან დაკავშირებულ სხვა გამოცემებს.
„Graphic Languages“ დინამიური რესურსია ყველა სახის დიზაინერისთვის, სტუდენტებიდან და პედაგოგებიდან დაწყებული გამოცდილი პროფესიონალებით დამთავრებული. წიგნი გიწვევთ, უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ მსოფლიოს მასშტაბით დამწერლობის სისტემების მომხიბვლელ ისტორიას, მნიშვნელობებსა და შემოქმედებით პოტენციალს.
ვიზუალური კვლევების, ექსპერტების კომენტარებისა და ტიპოგრაფიული ხედვის მეშვეობით, წიგნი თითოეული დამწერლობის უნიკალურ ვიზუალურ სახეს გამოხატავს - მათ ფორმას, რიტმს და ღრმა კულტურულ ფესვებს.
წიგნის გამოწერა შეგიძლიათ „Slanted Publishers“-ის ოფიციალური გვერდიდან: ლინკი
სტატიის ავტორი:
რატომ იყენებს ქართული კლავიატურა QWERTY განლაგებას, როგორ გაჩნდა ეს სტანდარტი და კიდევ რომელი ქართული კლავიატურების გამოყენება შეგვიძლია.
როგორ შეიქმნა 2026 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფონტი და როგორ აღადგენენ სხვადასხვა ავტორები გასული საუკუნეების შრიფტებს ფონტებად.
როდის გაჩნდა ქართულ შრიფტში ალტერნატიული ფორმის ასოები და რა ფუნქცია აქვთ დღეს.