9 თვის წინ
1648
24 აპრილს ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch RGB ჩატარდა. Typeface.ge წელს ფესტივალს Keynote პრეზენტაციით: “Voice Behind the Shape” და Workshop-ის სესიით: „One Font, Many Types“-ით წარსდგა.
Keynote პრეზენტაციის ფარგლებში განვიხილეთ დიზაინში ტიპოგრაფიის მნიშვნელობა, ვისაუბრეთ განვითარების რა გზა გამოიარა ქართულმა შრიფტმა, ასევე, ტიპოგრაფიის სფეროს ახლანდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე.
დიზაინის პროცესში ხშირად გვრჩება შეუმჩნეველი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი — ტიპოგრაფია. ის ანიჭებს ტექსტს ხასიათს, რიტმსა და ემოციას. სწორად შერჩეული ფონტი კი ხდის დიზაინს გარჩევადსა და კითხვადს.
ვისაუბრეთ იმ გზაზე, რაც ქართულმა ტიპოგრაფიამ განვლო: შუა საუკუნეებიდან და უცხო ქვეყნებში დაბადებული შრიფტებიდან — ქართულ სტამბებამდე. ბოლოს კი ციფრული ეპოქის ახალ გამოწვევებსაც შევეხეთ.
მიუხედავად დაბრკოლებებისა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ქართული შრიფტი ციფრულ სამყაროში გადმოიტანეს, შექმნეს ახალი შრიფტები და ზრუნავდნენ UNICODE სისტემაში ქართული დამწერლობის სწორად ასახვაზე.
გამოვყავით ტიპოგრაფიის სფეროს ახალი გამოწვევები, რა პრობლემებს აწყდება საზოგადოება შრიფტის მიწოდებასა თუ გამოყენებაში, რას ემსახურება Typeface.ge პლატფორმა და როგორ შეგვიძლია შევუწყოთ ხელი ტიპოგრაფიის სფეროს განვითარებას.
პრეზენტაციას უძღვებოდა შრიფტის დიზაინერი ალექსანდრე ჩარკვიანი.
პრეზენტაცია მომზადდა Typeface.ge-ს გუნდის მიერ: ანიტა ეჯიბია, მარიამ ჩაჩანიძე, ალექსანდრე ჩარკვიანი.
ვორქშოპის ფარგლებში - ქართველი და უცხოელი მონაწილეები გაეცნენ ქართულ ანბანს და ერთად იმუშავეს მხატვრული შრიფტის შექმნაზე.
ვორქშოპის ფარგლებში თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა, აერჩია ქართული ასო/ასოები, მიეცა სასურველი ფორმა და საბოლოოდ, ერთიანი ძალისხმევით შევქმენით მხატვრული ფონტი.შედეგად კი მივიღეთ ფონტი, რომელის ყველა სიმბლო ერთმანეთისგან განსხვავებული სტილისაა.
ვორქშოპის ფარგლებში შექმნილი ფონტი "Typeface TouchRGB":
ავტორები:
ა - Alena Rotaru, ბ - Mariam Chachanidze, გ - Mariam Chachanidze, დ - erika Ivashkevich, ე - Ani Papavero, ვ - Vazha Eremeishvili, ზ - Ani Papavero, თ - Tamar Buighlishvili, ი - Lasha Telia, კ - Teona Kereselidze, ლ - Nikita Soloviev, მ - Mariia Zharkova, ნ - Natali Maisuradze, ო - Mariam Chachanidze, პ - Mariam Chachanidze, ჟ - [confidential], რ - Tekla Mirianashvili, ს - Sasha Maier, ტ - Ani Rusia, უ - Sophio Chkhenkeli, ფ - Teona Kereselidze, ქ - Keti Phagava, ღ - Natali Maisuradze, ყ - Mariam Chachanidze, შ - Teona Kereselidze, ჩ - Sophio Chkhenkeli, ც - Nini Bakashvili, ძ - Teona Kereselidze, წ - Nikita Soloviev, ჭ - Vazha Eremeishvili, ხ - Teona Kereselidze, ჯ - Sophio Chkhenkeli, ჰ - Rena Chachanidze
"Typeface TouchRGB" ფონტის გადმოსაწერად გადადით ლინკზე.
სტატიის ავტორები:
Google Sans, მსოფლიოს ერთ-ერთი, საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი შრიფტი, ახლა უკვე ღია წვდომაშია. შრიფტს აქვს მსოფლიოს 805 ენის მხარდაჭერა, მათ შორის — ქართულის.
მერაბ გეწაძისა და ნინო ჯიშკარიანის ახალი გამოცემა „ქართული ტიპოგრაფი(კ)ა — ესკიზიდან ფონტამდე“ წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ქართული ფონტის შექმნის პროცესზე.
123 Antena მათე ხარჩილავას ახალი ქართული ფონტია ვარიაციული ფონტის ტექნოლოოგიითა და ინოვაციური ელემენტებით.